| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ მიტროფანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ყაზანი. დაამთავრა მოსკოვის ელექტრომექანიკოსთა სკოლა 1927 წელს და ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ- პეტერბურგი) ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის კინოფაკულტეტი რეჟისორისა და კინომცოდნის სპეციალობით 1930 წელს. 1930 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს "სახკინმრეწვში" რეჟისორის ასისტენტად მიხეილ კალატოზიშვილის ფილმზე "ჯიმ შვანთე!"; 1932 წლიდან იყო კინოჟურნალ "საბჭოთა საქართველოს" რეჟისორი; ქრონიკის სექტორში გადაიღო დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, ნარკვევები და სპეციალური გამოშვებები: "როგორ შევინარჩუნოთ ძალა და ჯანმრთელობა ლაშქრობის დროს", "საჰაერო ნავსადგური", "მანდარინები" (სამივე 1931), "ოქტომბრის ნაბიჯები" (1932), "ნატახტარის ახალი წყალსადენი" (1933), "დიდი პოეტის ხსოვნას" (ა. წერეთლის საიუბილეოდ), "თბილისი", "კავკასიონის ქედზე", "იერიში ყაზბეგზე" (სამივე 1935), "საღამოს თბილისი", "ბედნიერი ცხოვრება" (ორივე 1936), "ისტორიული ადგილები", "კონსტიტუციის მზის ქვეშ" (ორივე 1939), "ნათელი მზის ქვეშ" (1940), "საქართველოს სამხედრო გზა" (ვ. ვალიშვილთან ერთად, 1941), "ქერჩი, ქერჩის რაიონში" (შ. ჩაგუნავასთან ერთად, 1942) და სხვ. 1941 წელს II მსოფლიო ომის დროს, ქრონიკის სექტორმა მიავლინა ყირიმის საბრძოლო მოქმედებების გადასაღებად. დაიღუპა ქერჩთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. კინორეჟისორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

