The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია ჭანტურიძე

ანდრია ჭანტურიძე
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1971
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 1992  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თერჯოლის პროფტექნიკური სასწავლებლის მექანიზაციის ფაკულტეტი 1989 წელს; უმცროს მეთაურთა სკოლა ქ. პოსტდამში დაზვერვა-კავშირგაბმულობის მიმართულებით.

მრავალჯერ მონაწილეობდა მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში. ორჯერ აქვს მიღებული I და II ხარისხის დიპლომები ქართულ ლიტერატურასა და ქიმიაში.  1989 წლის 24 მაისიდან ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ბოლოს მსახურობდა სატანკო ნაწილში, იყო ტ-85 ტანკის მეთაური, უფროსი სერჟანტი. კარგად იცოდა ყველა სახის ჯავშნიანი მანქანა. 1991 წლის 25 მაისს გერმანიიდან დაბრუნდა, ამავე წლის სექტემბრიდან მუშაობდა თერჯოლის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში ქვემორიგედ, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოს სანიმუშო მუშაკი გაგზავნილ იქნა უშიშროების უმაღლეს სკოლაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 26 აგვისტოდან იმყოფებოდა გაგრაში. დაიღუპა 1992 წლის 29 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.508-509


გააზიარე: