| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია ჭანტურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თერჯოლის პროფტექნიკური სასწავლებლის მექანიზაციის ფაკულტეტი 1989 წელს; უმცროს მეთაურთა სკოლა ქ. პოსტდამში დაზვერვა-კავშირგაბმულობის მიმართულებით. მრავალჯერ მონაწილეობდა მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში. ორჯერ აქვს მიღებული I და II ხარისხის დიპლომები ქართულ ლიტერატურასა და ქიმიაში. 1989 წლის 24 მაისიდან ყოფილი საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ბოლოს მსახურობდა სატანკო ნაწილში, იყო ტ-85 ტანკის მეთაური, უფროსი სერჟანტი. კარგად იცოდა ყველა სახის ჯავშნიანი მანქანა. 1991 წლის 25 მაისს გერმანიიდან დაბრუნდა, ამავე წლის სექტემბრიდან მუშაობდა თერჯოლის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში ქვემორიგედ, როგორც შინაგან საქმეთა ორგანოს სანიმუშო მუშაკი გაგზავნილ იქნა უშიშროების უმაღლეს სკოლაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 26 აგვისტოდან იმყოფებოდა გაგრაში. დაიღუპა 1992 წლის 29 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.508-509
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

