The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანუკა ბატონიშვილი

ოფიციალური სახელი:ანუკა ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:1698
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1746  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი, პოეტი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ანუკა ბაგრატიონი ვახტანგ VI ასული და ვახუშტი აბაშიძის მეუღლე იყო. მას პირად ბიბლიოთეკაში მრავალი წიგნი ჰქონდა, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული "მზითვის წიგნი ანუკა ბატონიშვილისა", რომელშიც არაერთი თხზულებაა დასახელებული: "სახარება ერთი, კიდემე სახარება სტამბისა ერთი, სამოციქულო სტამბისა ერთი, ჟამნი სტამბისა ერთი, დავითნი სტამბისა ერთი, ხელით დაწერილი პატარა დავითნი ერთი, სტამბის მხედრული დავითნი ერთი, სარწმუნოების სტამბის წიგნი ერთი თავისის ოქროქსოვილის ბოხჩებით.... საეროს წიგნებისაგან: ვეფხისტყაოსანი ერთი, ჯაზულით დახატული ერთი, ლეილმაჯნუნიანი ერთი, უსუფზილიხანიანი ერთი, საამიანი ერთი." სხვა მრავალ წიგნთან ერთად ანუკას ხელთ ჰქონდა პარხლის ოთხთავი (973 წელი), რომელიც მის მეუღლეს ვახუშტი აბაშიძეს "თათრის ხელით დიდი სურვილით და სასოებიანი გულით დაეხსნა". მწიგნობარმა ქალმა მას ერთი სტროფი მიაწერა: "ფრიად ცოდვილმან ანუკამ დავწერე ესე ლექსია, ჩემთვის შენდობას ბძანებდეთ, ვისაც ქრისტე, მესია; მცოდნენო, თავსა არ გისწრობთ, ხართ ჩემგან უკეთესია, და დავწერე შენდობის თხოვნა, მოცემაც დანაწესია." ანუკას ლექსს ხალხური პოეზიის კვალი ეტყობა, რითაც საერთოდ დავალებულია XVII-XVIII საუკუნეების ქართველ ქალთა პოეტური მემკვიდრეობა. ანუკა ბატონიშვილი ზოგი ცნობით გარდაიცვალა 1746 წლის 30 იანვარს, სხვა ცნობით 1745 წლის 24 თებერვალს. მწიგნობარი.  

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.112-113


გააზიარე: