The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანუკა ბატონიშვილი

Legal name:ანუკა ბაგრატიონი
Date of birth:1698
Date of death:30 January, 1746  (at 48 years)
Burial location:სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, თბილისი
Category:Nobleman, Historical Person, Poet, Royalty

Biography

ანუკა ბაგრატიონი ვახტანგ VI ასული და ვახუშტი აბაშიძის მეუღლე იყო. მას პირად ბიბლიოთეკაში მრავალი წიგნი ჰქონდა, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული "მზითვის წიგნი ანუკა ბატონიშვილისა", რომელშიც არაერთი თხზულებაა დასახელებული: "სახარება ერთი, კიდემე სახარება სტამბისა ერთი, სამოციქულო სტამბისა ერთი, ჟამნი სტამბისა ერთი, დავითნი სტამბისა ერთი, ხელით დაწერილი პატარა დავითნი ერთი, სტამბის მხედრული დავითნი ერთი, სარწმუნოების სტამბის წიგნი ერთი თავისის ოქროქსოვილის ბოხჩებით.... საეროს წიგნებისაგან: ვეფხისტყაოსანი ერთი, ჯაზულით დახატული ერთი, ლეილმაჯნუნიანი ერთი, უსუფზილიხანიანი ერთი, საამიანი ერთი." სხვა მრავალ წიგნთან ერთად ანუკას ხელთ ჰქონდა პარხლის ოთხთავი (973 წელი), რომელიც მის მეუღლეს ვახუშტი აბაშიძეს "თათრის ხელით დიდი სურვილით და სასოებიანი გულით დაეხსნა". მწიგნობარმა ქალმა მას ერთი სტროფი მიაწერა: "ფრიად ცოდვილმან ანუკამ დავწერე ესე ლექსია, ჩემთვის შენდობას ბძანებდეთ, ვისაც ქრისტე, მესია; მცოდნენო, თავსა არ გისწრობთ, ხართ ჩემგან უკეთესია, და დავწერე შენდობის თხოვნა, მოცემაც დანაწესია." ანუკას ლექსს ხალხური პოეზიის კვალი ეტყობა, რითაც საერთოდ დავალებულია XVII-XVIII საუკუნეების ქართველ ქალთა პოეტური მემკვიდრეობა. ანუკა ბატონიშვილი ზოგი ცნობით გარდაიცვალა 1746 წლის 30 იანვარს, სხვა ცნობით 1745 წლის 24 თებერვალს. მწიგნობარი.  

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.112-113


Share: