| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან გორგილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვაშტა, ქედის რაიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1988 წელს; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა სპეციალობით ბიზნესის ადმინისტრირება 2016 წელს. 1984-1993წწ. იყო ქ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სადგურის მორიგე ექიმი; 1988-1992წწ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გონიოს საუბნო საავადმყოფოს უბნის ექიმი, თერაპევტი; 1992-1997წწ. ქ. ბათუმის N3 საგამოძიებო იზოლატორის სამედიცინო-სანიტარული ნაწილის უფროსი; 1998-2005წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგე; 1998-2005წწ. შპს "რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის" დირექტორი; 2005-2006წწ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსი; 2006-2012წწ. შპს "ნარკოლოგიური ცენტრის" ექიმი ნარკოლოგი, განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი; 2012-2016წწ. მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი; 2017-2021წწ. ქედის მუნიციპალიტეტის მერი; პედაგოგიური გამოცდილება: 1989–1992წწ. ბათუმის სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლის მასწავლებელი; 1994 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის (სახელობის) სახელმწიფო ინსტიტუტის (უნივერსიტეტი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი; 2013-2016წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, 2016 წლიდან უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებულლი აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმემებში. ექიმი - თერაპევტი, ექიმი - ნარკოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედიცინის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი. წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010 გვ.920-921; ქედის მუნიციპალიტეტი: keda.gov.ge Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

