| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯემალ მაკარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი (აჭარა). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი 1988 წელის. 1988-1989წწ. გაიარა ინტერნატურა ქ. ბათუმის სტომატოლოგიურ კლინიკაში. 1989-1992წწ. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმია. პარალელურად იყო აჭარის უშიშროების სამინისტროს პოლიკლინიკის ექიმი-სტომატოლოგი; 1992-1995წწ. ბათუმის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი-ორთოპედი; 1995 წლიდან არის მის მიერ დაფუძნებული ფირმა შპს "ჯ. მაკარაძე და კომპანია"-ს ხელმძღვანელი; მან სხვადასხვა წლებში აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისში: ყბა-სახის ქირურგიაში, პროფესორ ომარ ნემსაძის ხელმძღვანელობით (1999), მომზადება გაიარა უწყვეტი სამედიცინო განათლების უწყვეტი პროგრამით - "ოსტეო-პლასტიკური მასალების პაროდონტოლოგიაში" და "პაროდონტიტის კომპლექსური მკურნალობა" (2003, საქართველოს სამედიცინო აკადემიის ორთოპედიული და ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრა); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამით - "დაბალინტენსიური ლაზეროთერაპია", როგორც სარეაბილიტაციო ტექნოლოგია პრაქტიკულ მედიცინაში" (2006); მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერთიფიკატები ქირურგიულ და თერაპიულ სტომატოლოგიაში. იგი ავტორია მეცნიერული მონიგრაფიისა "სტომატოლოგიის განვითარება აჭარაში". მონაწილეობდა 2005-2006 წლებში მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესში. იგი აქტიურად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1999 წლიდან კითხულობს ლექციებს შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ქირურგიულ სტომატოლოგიაში. ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. არის ჩოხოსან რაინდთა დასის აჭარის სადროშოს წევრი. ეწევა ქველმოქმედებას, პაცინტებს მკურნალობს უფასოდ, პარალელურად ეწევა ბიზნესსაქმიანობას ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში. გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმი-სტომატოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.- გვ.927-929 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

