| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ყორღანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის სამხედრო გიმნაზია 1866 წელს; ჩააბარა საოფიცრო გამოცდა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში 1868 წელს. 1872-1874წწ. იმყოფებოდა თადარიგში; 1881-1892წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საარტილერიო სამმართველოს არტილერიის რემონტიორად; 1891-1892წწ. - კავკასიის სამხედრო ოლქის ტფილისის საოლქო საარტილერიო სახელოსნოების უფროსის თანაშემწედ; 1892-1899წწ. ტფილისის საოლქო საარტილერიო სახელოსნოების უფროსად; 1895 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1899-1906წწ. მივლინებული იყო მთავარ საარტილერიო სამმართველოში; 1906-1914წწ. იმყოფებოდა მთავარი საარტილერიო სამმართველოს განკარგულებაში; 1914-1918წწ. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა პერეიასლავის დრაგუნთა პოლკს, შემდეგ ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკს; 1890-1910წწ. ოყო ტფილისის გუბერნიის ციხეების მზრუნველთა კომიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრ-დირექტორი; 1902-1904წწ. ტფილისის საქალაქო სათათბიროს ხმოვანი. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, მ.შ. ლომისა და მზის III ხარისხის ორდენით (1873). გენერალ-მაიორი (1906). გენერალ გაბრიელ ყორღანოვის (1806-1879) შვილი, გენერალ-მაიორ გაბრიელ ყორღანოვის მამა. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

