| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ყორღანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის სამხედრო გიმნაზია 1866 წელს; ჩააბარა საოფიცრო გამოცდა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში 1868 წელს. 1872-1874წწ. იმყოფებოდა თადარიგში; 1881-1892წწ. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის საარტილერიო სამმართველოს არტილერიის რემონტიორად; 1891-1892წწ. - კავკასიის სამხედრო ოლქის ტფილისის საოლქო საარტილერიო სახელოსნოების უფროსის თანაშემწედ; 1892-1899წწ. ტფილისის საოლქო საარტილერიო სახელოსნოების უფროსად; 1895 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1899-1906წწ. მივლინებული იყო მთავარ საარტილერიო სამმართველოში; 1906-1914წწ. იმყოფებოდა მთავარი საარტილერიო სამმართველოს განკარგულებაში; 1914-1918წწ. პირველი მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა პერეიასლავის დრაგუნთა პოლკს, შემდეგ ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკს; 1890-1910წწ. ოყო ტფილისის გუბერნიის ციხეების მზრუნველთა კომიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრ-დირექტორი; 1902-1904წწ. ტფილისის საქალაქო სათათბიროს ხმოვანი. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით, მ.შ. ლომისა და მზის III ხარისხის ორდენით (1873). გენერალ-მაიორი (1906). გენერალ გაბრიელ ყორღანოვის (1806-1879) შვილი, გენერალ-მაიორ გაბრიელ ყორღანოვის მამა. Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

