The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამბაკუმი (მღვდელმონაზონი)

ამბაკუმი
Legal name:შალვა სანიკიძე
Date of birth:23 February, 1953
Date of death:23 November, 2005  (at 52 years)
Burial location:საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის ეზო
Category:Engineer, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინერიის ფაკულტეტი.

სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე; გარკვეული პერიოდი მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო სამინისტროში; ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც სოფელ ნოსირის რკინაბეტონის კონსტრუქციების კომბინატში დასაქმდა ჯერ ოსტატის, შემდეგ კი მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. ძალიან მალე კი კომბინატის დირექტორად დაინიშნა; შვილის ტრაგიკული დაღუპვის (1998 წლის 23 იანვარი) შემდეგ, მისი სახელის უკვდავსაყოფად, 1998 წლის გაზაფხულზე ქ. სენაკში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში; 2001 წლის 22 ოქტომბერს კი ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა; 2002 წლის 14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძართან არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა დოროთემ (ყურაშვილი) ერისკაცი შალვა სანიკიძე ბერად აღკვეცა და ამბაკუმ წინასწარმეტყველის სახელი უწოდა; იმავე წლის 20 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი; ხოლო 2004 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მამათა მონასტრის პირველ წინამძღვრად დაინიშნა.

Member of Organizations

  • ქალაქ სენაკის მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი "მეოხი", თავმჯდომარე (1998-2001)

Share: