The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეკლე ბოლქვაძე

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:კალიგრაფი

ბიოგრაფია

ჩვენამდე მოღწეულია ხელნაწერი, რომელშიც ერთადაა შეკინძული ორი "მარხვანი". ერთ-ერთი ნაწილის გადამწერი უნდა იყოს XVIII საუკუნის მოღვაწე თეკლე ბოლქვაძე. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ხელნაწერში შემონახული ანდერძი: "ღმერთო დიდებულო, იესუ ქრისტეო, შეიწყალე ამის მწერალი. უცოდვილესი თეკლა ბოლქვაძის ქალი. ვინაცა შეანდობა მიბრძანოთ, თქვენცა შეგინდოს ღმერთმან". მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.121


გააზიარე: