| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზარმაირ არვანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ტფილისის საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელი სადაც მიიღო ზეინკალ-ინსრუმენტალისტის სპეციალობა; 1938 ფრუნზეს სახელობის ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი პირველი თანრიგით 1938 წელს. 1932-1933წწ. მუშაობდა ტფილისის სტალინის სახელობის ორთქლმავალსარემონტო ქარხნის საინსტრუმენტალო საამქროში, სადაც იყო "ოსოავიაქიმის" სამხედრო ორგანიზატორი. ლენინგრადის უმაღლეს სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა კრონშტადტში, წყალქვეშა ნავების ბრიგადის ჯგუფის მეთაურად ნავ "C-1"- ზე. 1942 წლის 19 ივლისს კაპიტან-ლეიტენანტი არვანოვი დანიშნეს სახელგანთქმულ ნავ - "K -21"-ზე, ნავის უფროსის თანაშემწედ. პირველსავე საბრძოლო ლაშქრობაში ნავმა გაანადგურა მოწინააღმდეგის 3 სადარაჯო გემი. მის ანგარიშზე იყო 7 საბრძოლო ლაშქრობა, წითელდროშოვან წყალქვეშა ნავ – "K -21"-ზე, ჯერ როგორც ნავის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე, ხოლო 1943 წლიდან როგორც მეთაურისა. 1945 წელს III რანგის კაპიტანი არვანოვი დაინიშნა სპეცრაზმში, რომელსაც უნდა მიეღო დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალებისგან გერმანული ფლოტის წყალქვეშა გემები, რომლებიც ჩაბარდნენ ინგლისს. 1951 წელს დანიშნეს შენაერთის შტაბის უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ - ბალტიის ფლოტის შტაბის უფროსის თანაშემწედ. 1953 წელს I-ი რანგის კაპიტნის წოდებით სათავეში ჩაუდგა ფლოტის მსხვილ სასწავლო შენაერთს, რომელიც ამზადებდა კადრებს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის. 1960 წელს კონტრ-ადმირალი არვანოვი დაინიშნა ძერჟინსკის სახელობის ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის უფროსის პირველ მოადგილედ. 1963 წელს ჯანმრთელობის გამო გავიდა თადარიგში. 1963-1992წწ. მუშაობდა გემთმშენებლობის მრეწველობის სამინისტროს, საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს საინჟინრო სამსახურის უფროსად. 1992 წლიდან ჯანმრთელობის გამო საზოგადოებრივ საწყისებზე იქვე მუშაობდა. საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. კონტრ-ადმირალი (1960). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

