The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზარმაირ არვანოვი

ზარმაირ არვანოვი
Date of birth:15 April, 1915
Date of death:1 February, 1997  (at 81 years)
Burial location:ბოგოსლოვსკის სასაფლაო, სანქტ-პეტერბურგი
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ტფილისის საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელი სადაც მიიღო ზეინკალ-ინსრუმენტალისტის სპეციალობა; 1938 ფრუნზეს სახელობის ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი პირველი თანრიგით 1938 წელს.

1932-1933წწ. მუშაობდა ტფილისის სტალინის სახელობის ორთქლმავალსარემონტო ქარხნის საინსტრუმენტალო საამქროში, სადაც იყო "ოსოავიაქიმის" სამხედრო ორგანიზატორი. ლენინგრადის უმაღლეს სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა კრონშტადტში, წყალქვეშა ნავების ბრიგადის ჯგუფის მეთაურად ნავ "C-1"- ზე. 1942 წლის 19 ივლისს კაპიტან-ლეიტენანტი არვანოვი დანიშნეს სახელგანთქმულ ნავ - "K -21"-ზე, ნავის უფროსის თანაშემწედ. პირველსავე საბრძოლო ლაშქრობაში ნავმა გაანადგურა მოწინააღმდეგის 3 სადარაჯო გემი. მის ანგარიშზე იყო 7 საბრძოლო ლაშქრობა, წითელდროშოვან წყალქვეშა ნავ – "K -21"-ზე, ჯერ როგორც ნავის უფროსი თანაშემწის თანამდებობაზე, ხოლო 1943 წლიდან როგორც მეთაურისა. 1945 წელს III რანგის კაპიტანი არვანოვი დაინიშნა სპეცრაზმში, რომელსაც უნდა მიეღო დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალებისგან გერმანული ფლოტის წყალქვეშა გემები, რომლებიც ჩაბარდნენ ინგლისს. 1951 წელს დანიშნეს შენაერთის შტაბის უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ - ბალტიის ფლოტის შტაბის უფროსის თანაშემწედ. 1953 წელს I-ი რანგის კაპიტნის წოდებით სათავეში ჩაუდგა ფლოტის მსხვილ სასწავლო შენაერთს, რომელიც ამზადებდა კადრებს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის. 1960 წელს კონტრ-ადმირალი არვანოვი დაინიშნა ძერჟინსკის სახელობის ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო საინჟინრო სასწავლებლის უფროსის პირველ მოადგილედ. 1963 წელს ჯანმრთელობის გამო გავიდა თადარიგში. 1963-1992წწ. მუშაობდა გემთმშენებლობის მრეწველობის სამინისტროს, საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროს საინჟინრო სამსახურის უფროსად. 1992 წლიდან ჯანმრთელობის გამო საზოგადოებრივ საწყისებზე იქვე მუშაობდა. საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. კონტრ-ადმირალი (1960).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.128-129

Awards and Honors

  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1944 - ნახიმოვის II ხარისხის ორდენი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: