The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანასტასია ბარათაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1787
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი

ბიოგრაფია

ანასტასია ბეჟანის ასული ბარათაშვილი იყო თეიმურაზ II-ს (1700-1762) მეუღლის ანახანუმ დედოფლის და, რომელსაც პოეტური მიმოწერა ჰქონდა მზეჭაბუკ (ჭაბუა) ორბელიანთან. დავით რექტორმა თავის ანთოლოგიაში შეიტანა ლექსი ასეთი შენიშვნით: "მზეჭაბუკ ორბელიანისაგან მიწერილი დედოფლის დისა მიმართ ანასტასიასადმი ჟამსა ყრმობისა მისისა და თხოვნა ბარათისა ოჯახისა, რომელი მიეტაცა, რომელმანცა ჰსთხოვა თვისგან ნათხზი ბარათი ლექსითა ამით, გარნა მან არ მისმინა მისი, და არცაღა მისცა თვსი მას და იყო ლექსი ესრეთ". ამავე ანთოლოგიაში შეტანილია "დედოფლის ანნახანუმის დის ანასტასიაგან ლექსით პასუხი და ბარათის მიუცემლობა, და უარი და განძება". ანასტასიას ლექსი არის სხვა ხელნაწერებშიც. პლატონ იოსელიანის ცნობით, ანახანუმ დედოფალი, ანასტასია ბარათაშვილის და იყო "განსწავლული სწავლასა შინა და მოლექსეობასა, ზნეობით მაღალი, მორწმუნე და კეთილმსახურებითა შემკული". ბარბარე ბარათიშვილის და. მწიგნობარი.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.141-142


გააზიარე: