| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანასტასია ბარათაშვილი![]()
Biographyანასტასია ბეჟანის ასული ბარათაშვილი იყო თეიმურაზ II-ს (1700-1762) მეუღლის ანახანუმ დედოფლის და, რომელსაც პოეტური მიმოწერა ჰქონდა მზეჭაბუკ (ჭაბუა) ორბელიანთან. დავით რექტორმა თავის ანთოლოგიაში შეიტანა ლექსი ასეთი შენიშვნით: "მზეჭაბუკ ორბელიანისაგან მიწერილი დედოფლის დისა მიმართ ანასტასიასადმი ჟამსა ყრმობისა მისისა და თხოვნა ბარათისა ოჯახისა, რომელი მიეტაცა, რომელმანცა ჰსთხოვა თვისგან ნათხზი ბარათი ლექსითა ამით, გარნა მან არ მისმინა მისი, და არცაღა მისცა თვსი მას და იყო ლექსი ესრეთ". ამავე ანთოლოგიაში შეტანილია "დედოფლის ანნახანუმის დის ანასტასიაგან ლექსით პასუხი და ბარათის მიუცემლობა, და უარი და განძება". ანასტასიას ლექსი არის სხვა ხელნაწერებშიც. პლატონ იოსელიანის ცნობით, ანახანუმ დედოფალი, ანასტასია ბარათაშვილის და იყო "განსწავლული სწავლასა შინა და მოლექსეობასა, ზნეობით მაღალი, მორწმუნე და კეთილმსახურებითა შემკული". ბარბარე ბარათიშვილის და. მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.141-142
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

