The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იორამ თარხნიშვილი

იორამ თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1942  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი (ყოფილი გორის მაზრა).

დაამთავრა ნინო ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებულ სასოფლო–სამეურნეო სკოლა; ნიკიტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სასწავლებელი ყირიმში მეღვინის კვალიფიკაციით 1897 წელს.

1899 წელს პრაქტიკა გაიარა კახეთის საუფლისწულო სარდაფში; 1990 წელს მოსკოვის საუფლისწულო სარდაფში მთავარი მეღვინის მოადგილე; 1901-1908წწ. მეღვინე პეტერბურგის საუფლისწულო სარდაფში, მთავარი მეღვინე ომსკის საუფლისწულო სარდაფში; 1908-1942წწ. მთავარი მეღვინე თბილისის N1 ღვინის ქარხანაში (ეს ქარხანა 1921 წლამდე თბილისის საუფლისწულო სარდაფის სახელით იყო ცნობილი). აღსანიშნავია, რომ 1921 წელს თბილისის N1 ღვინის ქარხანაში ხელით რეცხავდნენ კასრებსა და ბოთლებს, ასევე პრიმიტიული წესით ხდებოდა ღვინის გადასხმა და ჩამოსხმა. მთავარმა მეღვინემ იორამ თარხნიშვილმა ქარხნის ადმინისტრაციის წინაშე დააყენა საკითხი ქარხნის ახალი მანქანებითა და დანადგარებით აღჭურვის შესახებ და მალე მთავრობის დავალებით ჩამოიტანეს ღვინის გასაფილტრი მანქანები. მან საწარმოში დანერგა კახური თეთრი ღვინოების (N8 და N2) წარმოება. ეს ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მომხმარებელთა შორის. მონაწილეობა მიიღო საქართველოში შამპანურის წარმოების ორგანიზაციის საქმეში. მისი დამსახურება აღინიშნა მთავრობის ორდენებით.

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.71-72

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: