| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იორამ თარხნიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი (ყოფილი გორის მაზრა). დაამთავრა ნინო ჭავჭავაძის მიერ დაფუძნებულ სასოფლო–სამეურნეო სკოლა; ნიკიტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სასწავლებელი ყირიმში მეღვინის კვალიფიკაციით 1897 წელს. 1899 წელს პრაქტიკა გაიარა კახეთის საუფლისწულო სარდაფში; 1990 წელს მოსკოვის საუფლისწულო სარდაფში მთავარი მეღვინის მოადგილე; 1901-1908წწ. მეღვინე პეტერბურგის საუფლისწულო სარდაფში, მთავარი მეღვინე ომსკის საუფლისწულო სარდაფში; 1908-1942წწ. მთავარი მეღვინე თბილისის N1 ღვინის ქარხანაში (ეს ქარხანა 1921 წლამდე თბილისის საუფლისწულო სარდაფის სახელით იყო ცნობილი). აღსანიშნავია, რომ 1921 წელს თბილისის N1 ღვინის ქარხანაში ხელით რეცხავდნენ კასრებსა და ბოთლებს, ასევე პრიმიტიული წესით ხდებოდა ღვინის გადასხმა და ჩამოსხმა. მთავარმა მეღვინემ იორამ თარხნიშვილმა ქარხნის ადმინისტრაციის წინაშე დააყენა საკითხი ქარხნის ახალი მანქანებითა და დანადგარებით აღჭურვის შესახებ და მალე მთავრობის დავალებით ჩამოიტანეს ღვინის გასაფილტრი მანქანები. მან საწარმოში დანერგა კახური თეთრი ღვინოების (N8 და N2) წარმოება. ეს ღვინოები დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მომხმარებელთა შორის. მონაწილეობა მიიღო საქართველოში შამპანურის წარმოების ორგანიზაციის საქმეში. მისი დამსახურება აღინიშნა მთავრობის ორდენებით. წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.71-72 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

