The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გური კანდელაკი

გური კანდელაკი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1976  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ ნაბოსლევი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1924 წელს.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუშაობდა: საქარის მევენახეობა-მეღვინეობის საცდელ სადგურში, თბილისის ყოფილი საუფლისწულო მამულის ღვინის ქარხანაში; 1924-1926წწ. წერეთლის ღვინის ქარხანაში მთავარი მეღვინის მოადგილედ; 1924-1937წწ. ხარკოვის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; ვარციხისა და თბილისის N2 ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; 1948-1968წწ. თბილისის N1 ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; წლების მანძილზე იყო საკავშირო და საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროების ღვინის მრეწველობის ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით დამზადებულმა ღვინოებმა მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსებზე ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და დიპლომები დაიმსახურეს. დაჯილდოებული იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენის მედლებითა და საპატიო დიპლომებით. საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1947).

წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.80-81

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: