| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გური კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელ ნაბოსლევი, ტყიბულის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1924 წელს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მუშაობდა: საქარის მევენახეობა-მეღვინეობის საცდელ სადგურში, თბილისის ყოფილი საუფლისწულო მამულის ღვინის ქარხანაში; 1924-1926წწ. წერეთლის ღვინის ქარხანაში მთავარი მეღვინის მოადგილედ; 1924-1937წწ. ხარკოვის ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; ვარციხისა და თბილისის N2 ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; 1948-1968წწ. თბილისის N1 ღვინის ქარხანაში მთავარ მეღვინედ; წლების მანძილზე იყო საკავშირო და საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროების ღვინის მრეწველობის ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი. მისი ხელმძღვანელობით დამზადებულმა ღვინოებმა მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსებზე ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და დიპლომები დაიმსახურეს. დაჯილდოებული იყო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენის მედლებითა და საპატიო დიპლომებით. საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1947). წყარო: გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.80-81 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

