| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე გელბახიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბუნიკაური, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წამალთმცოდნეობის ფაკულტეტი 1936 წელს. ამავე ფაკულტეტის რთული სამკურნალო (გალენის) პრეპარატების ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1936-1942წწ. პარალელურად მუშაობდა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად ფარმაკო-ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1942-1952წწ. საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სააფთიაქო სამმართველოს უფროსი; იმავდროულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე კითხულობდა ფარმაცევტული საქმის ისტორიასა და ორგანიზაციას; 1947-1959წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1952-1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; მისი თაოსნობით აშენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო II და შვიდსართულიანი შემაერთებელი კორპუსები. იგი 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, მათ შორის 2 მონოგრაფისა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ბროწეულის ნაყოფის ქერქი, როგორც ნედლეული ტანინის მისაღებად", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ზოგიერთი გვიმრა, როგორც სამრეწველო ნედლეული, სამკურნალო პრეპარატის მისაღებად", დაიცვა 1954 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.109-110 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

