The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე გელბახიანი

პეტრე გელბახიანი
Date of birth:11 February, 1913
Date of death:12 March, 1996  (at 83 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბუნიკაური, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წამალთმცოდნეობის ფაკულტეტი 1936 წელს.

ამავე ფაკულტეტის რთული სამკურნალო (გალენის) პრეპარატების ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1936-1942წწ. პარალელურად მუშაობდა უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად ფარმაკო-ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1942-1952წწ. საქართველოს რესპუბლიკის მთავარი სააფთიაქო სამმართველოს უფროსი; იმავდროულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე კითხულობდა ფარმაცევტული საქმის ისტორიასა და ორგანიზაციას; 1947-1959წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის გამგე; 1952-1972წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი; მისი თაოსნობით აშენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო II და შვიდსართულიანი შემაერთებელი კორპუსები. იგი 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, მათ შორის 2 მონოგრაფისა. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ბროწეულის ნაყოფის ქერქი, როგორც ნედლეული ტანინის მისაღებად", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ზოგიერთი გვიმრა, როგორც სამრეწველო ნედლეული, სამკურნალო პრეპარატის მისაღებად", დაიცვა 1954 წელს.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.109-110

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-სამედიცინო საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1959-1972)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Bibliography


Share: