The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჟღენტი

ნიკოლოზ ჟღენტი
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1972  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

 დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი 1928 წელს; თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსიტიტუტის მებაღე–მევენახეობის ფაკულტეტი 1933 წელს.

1933-1938წწ. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში თბილისსა და თელავში; 1936- 1958წწ. თბილისის შამპანკომბინატის დირექტორის მოადგილე; 1936 წელს მივლინებული იყო საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში; 1958 წელს დაინიშნა თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორად; რვა წლის განმავლობაში შეთავსებით მუშაობდა მეღვინეობისა და მევენახეობის საკავშირო–სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, "მაგარიჩის", ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორად. მისი თაოსნობით საქართველოში დაინერგა საშამპანურე ჯიშები: "შარდონე" და "პინო", ხოლო მისი უშუალო მონაწილეობით შეიქნმა ცნობილი ღვინოები: "ატენური", "ხიდისთაური", "სვირი", "მუხრანული". მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები-ორდენები და მედლები. იყო რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.98

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (დიდი ვერცხლის მედალი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: