| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ჟღენტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი 1928 წელს; თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსიტიტუტის მებაღე–მევენახეობის ფაკულტეტი 1933 წელს. 1933-1938წწ. მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაში თბილისსა და თელავში; 1936- 1958წწ. თბილისის შამპანკომბინატის დირექტორის მოადგილე; 1936 წელს მივლინებული იყო საფრანგეთში, შამპანის პროვინციაში; 1958 წელს დაინიშნა თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორად; რვა წლის განმავლობაში შეთავსებით მუშაობდა მეღვინეობისა და მევენახეობის საკავშირო–სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, "მაგარიჩის", ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორად. მისი თაოსნობით საქართველოში დაინერგა საშამპანურე ჯიშები: "შარდონე" და "პინო", ხოლო მისი უშუალო მონაწილეობით შეიქნმა ცნობილი ღვინოები: "ატენური", "ხიდისთაური", "სვირი", "მუხრანული". მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები-ორდენები და მედლები. იყო რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.98 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

