| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ედილაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა ინტერნატურა ქარელის რაისაავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ბაზაზე 1981 წელს; 1981-1986წწ. ქარელის რაიონის სოფელ დვანის საექიმო ამბულატორიის გამგე-ექიმი; 1986 წელს ქარელის რაიონის სასწრაფო დახმარების პუნქტის ექიმი; 1986-1993წწ. ქარელის რაიპოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 1993 წლიდან მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1993-1995წწ. ქარელის პოლიკლინიკის განყოფილების გამგე; 1995-2000წწ. ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით იყო ქარელის რაიპოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 2000-2004წწ. ქარელის რაიპოლიკლინიკის შპს "მკურნალის" დირექტორი; მან წარმატებით ჩააბარა გამოცდები სახელმწიფო სერტიფიკატზე სპეციალობით "საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია" (2002); კონსულტაციების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებში წარმატებით დაამთავრა კურსი - "ჯანდაცვის მართვა" (2003); საუკეთესო ჯანდაცვის ორგანიზატორი და საზოგადო მოღვაწე მუშაობდა სხვადასხვა სახელმძღვანელო პოსტებზე: ხელს უწყობდა დაწესებულებების ბაზების აღმშენებლობას, აღჭურვილობას, თანამშრომელთა კეთილდღეობას. ექიმი-თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.121-125
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

