| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოჰანეს ოვანოღლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ახალქალაქი, ტფილისის გუბერნია. დაამთავრა ტფილისის ნერსესიანის სომხური სასულიერო სასწავლებელი 1919 წელს; 1920-1921წწ. სწავლობდა სამეთაურო კურსებზე ქ. ბაქოში; 1927 -1931წწ. სწავლობდა ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიაში, ლენინგრადში. საცხოვრებლად გადავიდა ქ. ალექსანდროპოლში (ერევნის გუბერნია, ახლ. ქ. გიუმრი), სადაც დაიწყო მუშაობა სარკინიგზო ტელეგრაფზე; სამხედრო სამსახური დაიწყო ოცმეთაურად; 1922-1924წწ. მსახურობდა შავი ზღვის სანაპირო დაცვის საარტილერიო ნაწილებში; 1924-1926წწ. - ბალტიის ზღვის სანაპირო დაცვის პოლკის, ცალკეული საარტილერიო ბატარეის მეთაურად; 1932-1934წწ. - სომხური საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად; 1934-1935წწ. - საარტილერიო პოლის მეთაურად; 1935-1939წწ. - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადის შტაბის უფროსად, პოლკოვნიკის წოდებით; 1939 წელს გადმოიყვანეს მოსკოვში, წითელი არმიის მსროლელ-ტექნიკური კომიტეტის უფროსად; ამ თანამდებობაზე მან გამოავლინა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების საბრძოლო მომზადების, მოწინავე გამოცდილების ხედვის და შეფასების ცოდნა. ავტორია რიგი შრომებისა, საზენიტო ცეცხლის თეორიის და პრაქტიკის დარგში; მისი წინადადებები წარმატებით იყო გამოყენებული საბრძოლო მოქმედებების დროს, სსრკ დიდ სამამულო ომში; ომის შემდგომ პერიოდში, 1948 წლიდან მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე, რომელიც ეხებოდა საზენიტო არტილერიის ხარისხობრივი განახლების საკითხებს; 1950-იანი წლების დასაწყისში საზენიტო არტილერიამ დაიწყო შეიარაღება ახალ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, მართვის თანამედროვე ხელსაწყოებით და საიარაღო დარტყმის სადგურებით; 1951 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; მისი პირადი და უშუალო მონაწილეობით იყო დამუშავებული რიგი სამეცნიერო-კვლევითი შრომებისა საზენიტო არტილერიის სროლის თეორიის და პრაქტიკის საკითხებში, რომლებმაც ეფექტური პრაქტიკული გამოყენება ჰპოვეს 1941-1945წწ. სსრკ დიდ სამამულო ომში; 1956 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1951), არტილერიის გენერალ-მაიორი (1953).
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

