| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოჰანეს ოვანოღლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ახალქალაქი, ტფილისის გუბერნია. დაამთავრა ტფილისის ნერსესიანის სომხური სასულიერო სასწავლებელი 1919 წელს; 1920-1921წწ. სწავლობდა სამეთაურო კურსებზე ქ. ბაქოში; 1927 -1931წწ. სწავლობდა ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიაში, ლენინგრადში. საცხოვრებლად გადავიდა ქ. ალექსანდროპოლში (ერევნის გუბერნია, ახლ. ქ. გიუმრი), სადაც დაიწყო მუშაობა სარკინიგზო ტელეგრაფზე; სამხედრო სამსახური დაიწყო ოცმეთაურად; 1922-1924წწ. მსახურობდა შავი ზღვის სანაპირო დაცვის საარტილერიო ნაწილებში; 1924-1926წწ. - ბალტიის ზღვის სანაპირო დაცვის პოლკის, ცალკეული საარტილერიო ბატარეის მეთაურად; 1932-1934წწ. - სომხური საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად; 1934-1935წწ. - საარტილერიო პოლის მეთაურად; 1935-1939წწ. - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბრიგადის შტაბის უფროსად, პოლკოვნიკის წოდებით; 1939 წელს გადმოიყვანეს მოსკოვში, წითელი არმიის მსროლელ-ტექნიკური კომიტეტის უფროსად; ამ თანამდებობაზე მან გამოავლინა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარების საბრძოლო მომზადების, მოწინავე გამოცდილების ხედვის და შეფასების ცოდნა. ავტორია რიგი შრომებისა, საზენიტო ცეცხლის თეორიის და პრაქტიკის დარგში; მისი წინადადებები წარმატებით იყო გამოყენებული საბრძოლო მოქმედებების დროს, სსრკ დიდ სამამულო ომში; ომის შემდგომ პერიოდში, 1948 წლიდან მუშაობდა საკანდიდატო დისერტაციაზე, რომელიც ეხებოდა საზენიტო არტილერიის ხარისხობრივი განახლების საკითხებს; 1950-იანი წლების დასაწყისში საზენიტო არტილერიამ დაიწყო შეიარაღება ახალ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, მართვის თანამედროვე ხელსაწყოებით და საიარაღო დარტყმის სადგურებით; 1951 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; მისი პირადი და უშუალო მონაწილეობით იყო დამუშავებული რიგი სამეცნიერო-კვლევითი შრომებისა საზენიტო არტილერიის სროლის თეორიის და პრაქტიკის საკითხებში, რომლებმაც ეფექტური პრაქტიკული გამოყენება ჰპოვეს 1941-1945წწ. სსრკ დიდ სამამულო ომში; 1956 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1951), არტილერიის გენერალ-მაიორი (1953).
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

