The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ჭანიშვილი

ვლადიმერ ჭანიშვილი
Date of birth:1908
Date of death:1981  (at 73 years)
Category:Engineer, Technologist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პ. მელიქიშვილის სახელობის ქიმიური ტექნიკუმი 1928 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1937 წელს.

1928-1932წწ. ბათუმის არაყ-ლიქიორის ქარხანის სპეციალისტი; 1938-1945წწ. თბილისის აგურისა და გაჯის ქარხნის ტექნიკური ხელმძღვანელი, საქართველოს ღვინის სპირტის ინსპექციის უფროსი ინსპექტორი; 1945-1980წწ. თბილისის კონიაკის ქარხანა: 1945-1971წწ. საამქროს უფროსი, 1971-1980წწ. მთავარი ტექნოლოგი; 1966-1971წწ. სამტრესტის კონიაკის წარმოების მთავარი ტექნოლოგი; 1963-1966წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს კონიაკის, არყის და სპირტის ტექნოლოგიებზე; მისი უშუალო მონაწილეობით დამზადებული იქნა 11 დასახელების ახალი მარკის კონიაკი; კონიაკის წარმოების საკითხებზე მიღებული ჰქონდა სამი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე; მინიჭებული ჰქონდა კონიაკის წარმოების პირველი კატეგორიის ტექნოლოგის წოდება (1953). 1966-1981წწ. საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის წევრი. 1968 წელს საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის მიერ მაღალხარისხოვანი კონიაკების შექმნისთვის დაჯილდოებული იყო დიპლომითა და ვერცხლის მედლით.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.107-108

Awards and Honors

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (დიდი ვერცხლის მედალი, 2 მედალი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: