| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჭანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის პ. მელიქიშვილის სახელობის ქიმიური ტექნიკუმი 1928 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1937 წელს. 1928-1932წწ. ბათუმის არაყ-ლიქიორის ქარხანის სპეციალისტი; 1938-1945წწ. თბილისის აგურისა და გაჯის ქარხნის ტექნიკური ხელმძღვანელი, საქართველოს ღვინის სპირტის ინსპექციის უფროსი ინსპექტორი; 1945-1980წწ. თბილისის კონიაკის ქარხანა: 1945-1971წწ. საამქროს უფროსი, 1971-1980წწ. მთავარი ტექნოლოგი; 1966-1971წწ. სამტრესტის კონიაკის წარმოების მთავარი ტექნოლოგი; 1963-1966წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს კონიაკის, არყის და სპირტის ტექნოლოგიებზე; მისი უშუალო მონაწილეობით დამზადებული იქნა 11 დასახელების ახალი მარკის კონიაკი; კონიაკის წარმოების საკითხებზე მიღებული ჰქონდა სამი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე; მინიჭებული ჰქონდა კონიაკის წარმოების პირველი კატეგორიის ტექნოლოგის წოდება (1953). 1966-1981წწ. საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის წევრი. 1968 წელს საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის მიერ მაღალხარისხოვანი კონიაკების შექმნისთვის დაჯილდოებული იყო დიპლომითა და ვერცხლის მედლით. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.107-108 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

