| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჭანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის პ. მელიქიშვილის სახელობის ქიმიური ტექნიკუმი 1928 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1937 წელს. 1928-1932წწ. ბათუმის არაყ-ლიქიორის ქარხანის სპეციალისტი; 1938-1945წწ. თბილისის აგურისა და გაჯის ქარხნის ტექნიკური ხელმძღვანელი, საქართველოს ღვინის სპირტის ინსპექციის უფროსი ინსპექტორი; 1945-1980წწ. თბილისის კონიაკის ქარხანა: 1945-1971წწ. საამქროს უფროსი, 1971-1980წწ. მთავარი ტექნოლოგი; 1966-1971წწ. სამტრესტის კონიაკის წარმოების მთავარი ტექნოლოგი; 1963-1966წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს კონიაკის, არყის და სპირტის ტექნოლოგიებზე; მისი უშუალო მონაწილეობით დამზადებული იქნა 11 დასახელების ახალი მარკის კონიაკი; კონიაკის წარმოების საკითხებზე მიღებული ჰქონდა სამი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე; მინიჭებული ჰქონდა კონიაკის წარმოების პირველი კატეგორიის ტექნოლოგის წოდება (1953). 1966-1981წწ. საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის წევრი. 1968 წელს საკავშირო სადეგუსტაციო კომისიის მიერ მაღალხარისხოვანი კონიაკების შექმნისთვის დაჯილდოებული იყო დიპლომითა და ვერცხლის მედლით. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.107-108 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

