The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ ხვედელიძე

კახაბერ ხვედელიძე
სხვა სახელი:კახა ხვედელიძე
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1967
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1993  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1992 წელს.

1985-1987 წლებში იმყოფებოდა დასავლეთ უკრაინაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში, მსახურობდა სამშენებლო ბატალიონში. 1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანასა და გაერთიანება "ელექტროაპარატში" ზეინკლად. 1993 წელს გაიწვიეს "შავნაბადას" ბატალიონში, იბრძოდა სოფელ კინდღში, როგორც ბატალიონის დაზვერვის უფროსი ოფიცერ-ლეიტენანტი. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს  ტამიშთან ბრძოლაში. მისი სახელი მიენიჭა თბილისში ჩუღურეთის რაიონში გიორგი ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სკვერს. ამავე სკვერში დადგმულია აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, რომელიც ეძღვნება "შავნაბადას" ბატალიონის მათი გვარ-სახელების ჩვენებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.527

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: