| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახაბერ ხვედელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1992 წელს. 1985-1987 წლებში იმყოფებოდა დასავლეთ უკრაინაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში, მსახურობდა სამშენებლო ბატალიონში. 1987-1989 წლებში მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანასა და გაერთიანება "ელექტროაპარატში" ზეინკლად. 1993 წელს გაიწვიეს "შავნაბადას" ბატალიონში, იბრძოდა სოფელ კინდღში, როგორც ბატალიონის დაზვერვის უფროსი ოფიცერ-ლეიტენანტი. დაიღუპა 1993 წლის 2 ივლისს ტამიშთან ბრძოლაში. მისი სახელი მიენიჭა თბილისში ჩუღურეთის რაიონში გიორგი ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სკვერს. ამავე სკვერში დადგმულია აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი, რომელიც ეძღვნება "შავნაბადას" ბატალიონის მათი გვარ-სახელების ჩვენებით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.527 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

