| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაირ სიმონიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კუშჩი, ბორჩალოს მაზრა, ტფილისის გუბერნია. დაამთავრა მოსკოვის ქვეითთა სასწავლებელი; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1952 წელს. 1939 წლიდან მსახურობდა მსროლელი ოცეულის მეთაურად (ქ. უმანი, უკრაინის სსრ); 1941-1945წწ. სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე დანიშნეს ბატალიონის შტაბის უფროსად; 1942-1943წწ. მოღვაწეობდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში; 1943 წელს მონაწილეობდა კურსკის ბრძოლაში; 1944 წელს იყო შტაბის ოფიცერი, მონაწილეობდა ბელორუსიის ფრონტის შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში; 1945 წელს, ვადაზე ადრე მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება, 1950 წელს - პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1956 წელს გახდა კ. ვოროშილოვის სახელობის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი; აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ერთ-ერთი სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილედ; 1960-1968წწ. იყო მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი კათედრის გამგე; მინიჭებული ჰქონდა "სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის" ხარისხი (1968) და პროფესორის წოდება (1970). საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. გენერალ-მაიორი (1970). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

