The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რაირ სიმონიანი

რაირ სიმონიანი
Date of birth:1 January, 1919
Date of death:2000  (at 80 years)
Category:Scientist, Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კუშჩი, ბორჩალოს მაზრა, ტფილისის გუბერნია.

დაამთავრა მოსკოვის ქვეითთა სასწავლებელი; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1952 წელს. 

1939 წლიდან მსახურობდა მსროლელი ოცეულის მეთაურად (ქ. უმანი, უკრაინის სსრ); 1941-1945წწ. სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე დანიშნეს ბატალიონის შტაბის უფროსად; 1942-1943წწ. მოღვაწეობდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში; 1943 წელს მონაწილეობდა კურსკის ბრძოლაში; 1944 წელს იყო შტაბის ოფიცერი, მონაწილეობდა ბელორუსიის ფრონტის შეტევითი ოპერაციების განხორციელებაში; 1945 წელს, ვადაზე ადრე მიენიჭა პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება, 1950 წელს - პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1956 წელს გახდა კ. ვოროშილოვის სახელობის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის მსმენელი; აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ერთ-ერთი სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის მოადგილედ; 1960-1968წწ. იყო მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი კათედრის გამგე; მინიჭებული ჰქონდა "სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის" ხარისხი (1968) და პროფესორის წოდება (1970). საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. გენერალ-მაიორი (1970).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.191

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

Share: