| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ნასიძე![]()
ბიოგრაფიამან ქართულ სცენაზე დასადგმელად გადმოაკეთა პიესები: "წუთით საცოლე" - ვოდევილი ერთ მოქმედებად, დაიდგა 1886 წლის 1 იანვარს ა. მ. მოხევის ბენეფისის აღსანიშნავად; "ავლაბრის დიოგენი" - ვოდევილი ერთ მოქმედებად, დაიდგა 1886 წლის 9 თებერვალს ვ. ს. ალექსი-მესხიშვილის ბენეფისის აღსანიშნავად; "ცხოვრების მეჯლისზე" - დრამა ოთხ მოქმედებად, დაიდგა 1889 წლის 10 ოქტომბერს ქართული თეატრის სცენაზე ბ. ავალიშვილის ბენეფისის აღსანიშნავად. აგრეთვე შეკრიბა ხალხური გამოცანები ("თეატრი" 1886, №32, გვ. 370-371), წერდა და აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ საკითხებზე და ქართული მუსიკის შესახებ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელმა ჯილიან ევისონმა 1907 წელს შედგენილი რუსეთის საწინააღმდეგო პეტიციის ხელმომწერების ნუსხის ნაწილი გამოაქვეყნა. "ქართველი ხალხის პეტიცია" 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნეს. პეტიციის დედანსა და ხელმომწერთა ჩამონათვალს გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში მიაგნეს. პეტიციაზე ხელმომწერთა შორისაა კონსტანტინე დიმიტრის ძე ნასიძე – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. კონსტანტინე ნასიძემ 1911 წლის 26 მარტს მიხეილ კავსაძის მიერ გამართულ ქართული მუსიკის საღამოზე, კონცერტის დაწყებამდე სიტყვა წარმოთქვა საერთოდ მუსიკის და, კერძოდ, ქართული მუსიკის შესახებ: "ქართველებს ხალხური მუსიკა ჰქონდათ ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს. სამწუხაროა, რომ სკოლებში არ ასწავლიან, თანდათან დავიწყებას ეძლევა, მაშინ, როდესაც მუსიკასა და ცხოვრებას შორის მტკიცე კავშირია... იმ ხალხმა, რომელმაც ასეთი მუსიკა შექმნა, უფლება აქვს, გამოავლინოს თავისი გრძნობები და მისწრაფებანი არსებობისთვის". მუსიკისა და თეატრის მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.486; netgazeti.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

