The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ნასიძე

კონსტანტინე ნასიძე
Other name:კოტე ნასიძე
კუნჟუტ-ბეგ  (Pseudonym)
კუნჟუტი  (Pseudonym)
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Publicist, Public Man

Biography

მან ქართულ სცენაზე დასადგმელად გადმოაკეთა პიესები: "წუთით საცოლე" - ვოდევილი ერთ მოქმედებად, დაიდგა 1886 წლის 1 იანვარს ა. მ. მოხევის ბენეფისის აღსანიშნავად; "ავლაბრის დიოგენი" - ვოდევილი ერთ მოქმედებად, დაიდგა 1886 წლის 9 თებერვალს ვ. ს. ალექსი-მესხიშვილის ბენეფისის აღსანიშნავად; "ცხოვრების მეჯლისზე" -  დრამა ოთხ მოქმედებად, დაიდგა 1889 წლის 10 ოქტომბერს ქართული თეატრის სცენაზე ბ. ავალიშვილის ბენეფისის აღსანიშნავად. აგრეთვე შეკრიბა ხალხური გამოცანები ("თეატრი" 1886, №32, გვ. 370-371), წერდა და აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ საკითხებზე და ქართული მუსიკის შესახებ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელმა ჯილიან ევისონმა 1907 წელს შედგენილი რუსეთის საწინააღმდეგო პეტიციის ხელმომწერების ნუსხის ნაწილი გამოაქვეყნა. "ქართველი ხალხის პეტიცია" 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნეს. პეტიციის დედანსა და ხელმომწერთა ჩამონათვალს გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში მიაგნეს. პეტიციაზე ხელმომწერთა შორისაა კონსტანტინე დიმიტრის ძე ნასიძე – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. კონსტანტინე ნასიძემ 1911 წლის 26 მარტს მიხეილ კავსაძის მიერ გამართულ ქართული მუსიკის საღამოზე, კონცერტის დაწყებამდე სიტყვა წარმოთქვა საერთოდ მუსიკის და, კერძოდ, ქართული მუსიკის შესახებ: "ქართველებს ხალხური მუსიკა ჰქონდათ ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს. სამწუხაროა, რომ სკოლებში არ ასწავლიან, თანდათან დავიწყებას ეძლევა, მაშინ, როდესაც მუსიკასა და ცხოვრებას შორის მტკიცე კავშირია... იმ ხალხმა, რომელმაც ასეთი მუსიკა შექმნა, უფლება აქვს, გამოავლინოს თავისი გრძნობები და მისწრაფებანი არსებობისთვის". მუსიკისა და თეატრის მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.486; netgazeti.ge

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: