The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ახვლედიანი

ნათელა ახვლედიანი
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 2006  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ცაგერი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 

1949 წელს თბილისის მე-8 საშუალო სკოლის ექიმი; 1949-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ექიმი ორდინატორი (თბილისის პირველი საავადმყოფოს ბაზაზე); 1954-1958წწ. თბილისის სამედიცინო-სანიტარული ნაწილის ექიმი, თერაპევტი; 1958-1961წწ. თბილისის ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოსთან გაერთიანებული მე-5 პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1961-1991წწ. თბილისის ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს III თერაპიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი, კარდიოლოგი; 1991-1996წწ. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განყოფილების ექიმი-კარდიოლოგი; 1996-1999წწ. თბილისის ქალაქის პირველი საავადმყოფოს მწვავე ინფარქტის განყოფილების ექიმი; აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში სხვადასხვა ციკლებზე: თერაპიის ციკლი (1958, 1982 სპეციალობა - თერაპევტი), კარდიო-რევმატოლოგიის ციკლი (1964, 1981 სპეციალობა-კარდიო-რევმატოლოგი), სპეციალიზაციის ციკლი (1970, სპეციალობა-თერაპევტი), კლინიკური ჰემატოლოგიის რჩეული საკითხები (1983), კლინიკური კარდიოლოგიის ციკლი (1986, 1988, სპეციალობა-კლინიკური კარდიოლოგია). მას გავლილი აქვს ატესტაცია და თბილისის ჯანდაცვის სამმართველოსთან არსებული ექიმთა საატესტაციო კომისიამ მას მიანიჭა ექიმ-კარდიოლოგის პირველი საკვალიფიკაციო კატეგორია (1986). მრავალჯერ დააჯილდოვეს მედლებით, სიგელებითა და მადლობებით; იყო საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სამედიცინო-საექსპედიციო სამუშაობების აქტიური მონაწილე; 10 წლის მანძილზე (1948-1958) ჩიყვის შემსწავლელი საექსპედიციო სამუშაოების ჩასატარებლად თითო თვით იმყოფებოდა ექსპედიციის წევრად საქართველოს სხვადასხვა რაიონში: საგარეჯო (1948), თიანეთი (1949), ახალციხე (1951), გუდაუთი (1951), ახმეტა (1952), გალი (1953), გურჯაანი (1954), ცაგერი და ლენტეხი (1955), მახარაძე (1956), გეგეჭკორი (1958) და სხვა. ექიმი - თერაპევტი, პირველი კატეგორიის კარდიოლოგი (1986), დამსახურებული პენსიონერი (1999). 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.161-164


გააზიარე: