| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ახვლედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ცაგერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1949 წელს თბილისის მე-8 საშუალო სკოლის ექიმი; 1949-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ექიმი ორდინატორი (თბილისის პირველი საავადმყოფოს ბაზაზე); 1954-1958წწ. თბილისის სამედიცინო-სანიტარული ნაწილის ექიმი, თერაპევტი; 1958-1961წწ. თბილისის ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოსთან გაერთიანებული მე-5 პოლიკლინიკის ექიმი-თერაპევტი; 1961-1991წწ. თბილისის ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოს III თერაპიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი, კარდიოლოგი; 1991-1996წწ. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განყოფილების ექიმი-კარდიოლოგი; 1996-1999წწ. თბილისის ქალაქის პირველი საავადმყოფოს მწვავე ინფარქტის განყოფილების ექიმი; აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში სხვადასხვა ციკლებზე: თერაპიის ციკლი (1958, 1982 სპეციალობა - თერაპევტი), კარდიო-რევმატოლოგიის ციკლი (1964, 1981 სპეციალობა-კარდიო-რევმატოლოგი), სპეციალიზაციის ციკლი (1970, სპეციალობა-თერაპევტი), კლინიკური ჰემატოლოგიის რჩეული საკითხები (1983), კლინიკური კარდიოლოგიის ციკლი (1986, 1988, სპეციალობა-კლინიკური კარდიოლოგია). მას გავლილი აქვს ატესტაცია და თბილისის ჯანდაცვის სამმართველოსთან არსებული ექიმთა საატესტაციო კომისიამ მას მიანიჭა ექიმ-კარდიოლოგის პირველი საკვალიფიკაციო კატეგორია (1986). მრავალჯერ დააჯილდოვეს მედლებით, სიგელებითა და მადლობებით; იყო საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სამედიცინო-საექსპედიციო სამუშაობების აქტიური მონაწილე; 10 წლის მანძილზე (1948-1958) ჩიყვის შემსწავლელი საექსპედიციო სამუშაოების ჩასატარებლად თითო თვით იმყოფებოდა ექსპედიციის წევრად საქართველოს სხვადასხვა რაიონში: საგარეჯო (1948), თიანეთი (1949), ახალციხე (1951), გუდაუთი (1951), ახმეტა (1952), გალი (1953), გურჯაანი (1954), ცაგერი და ლენტეხი (1955), მახარაძე (1956), გეგეჭკორი (1958) და სხვა. ექიმი - თერაპევტი, პირველი კატეგორიის კარდიოლოგი (1986), დამსახურებული პენსიონერი (1999). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.161-164
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

