| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე ქვლივიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი ტექნიკოსის კვალიფიკაციით 1931 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1938 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1938 წწლიდან მუშაობდა სომხეთში ცემენტის ქარხანაში მშენებელ-ინჟინრად, მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1940-1941წწ. თბილისის ავტოტრესტში სამუშაოს მწარმოებელი; 1942-1945წწ. თბილისის საავიაციო ქარხანაში რკინაბეტონის საამქროს უფროსი; სამტრესტის სისტემაში სხვადასხვა დროს იყო: ხირსის საბჭოთა მეურნეობის მთავარი ინჟინერი (სადაც ჩართული იყო ღვინის ქარხნის მშენებლობაში), სამტრესტის კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი, სამტრესტის მმართველის მოადგილე მშენებლობის დარგში, სამტრესტის მთავარი ინჟინერი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.132 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

