The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ქვლივიძე

პეტრე ქვლივიძე
Date of birth:1912
Date of death:1982  (at 70 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი ტექნიკოსის კვალიფიკაციით 1931 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1938 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1938 წწლიდან მუშაობდა სომხეთში ცემენტის ქარხანაში მშენებელ-ინჟინრად, მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1940-1941წწ. თბილისის ავტოტრესტში სამუშაოს მწარმოებელი; 1942-1945წწ. თბილისის საავიაციო ქარხანაში რკინაბეტონის საამქროს უფროსი; სამტრესტის სისტემაში სხვადასხვა დროს იყო: ხირსის საბჭოთა მეურნეობის  მთავარი ინჟინერი (სადაც ჩართული იყო ღვინის ქარხნის მშენებლობაში), სამტრესტის კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი, სამტრესტის მმართველის მოადგილე მშენებლობის დარგში, სამტრესტის მთავარი ინჟინერი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.132

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: