| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აშოტ ყაზარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიფთქილისა, ბორჩალოს მაზრა, ტფილისის გუბერნია. თბილისის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეული იყო წითელ არმიაში. 1939 წლიდან მსახურობდა ჯარში, ქვეით ნაწილებში (ლენინგრადის სამხედრო ოლქში). 1939-1940წწ. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში. 1940 წელს მსახურობდა 286-ე მსროლელი პოლკის მეტყვიამფრქვევად. 1940 წელს დაამთავრა საპოლკო სკოლა. იყო ქვეითი ოცეულის მეთაური (ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში). მონაწილეობდა 1941-1945წწ. სსრკ დიდ სამამულო ომში. 1941 წლის ივნის-აგვისტოში მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში ბალტიისპირეთში და ლენინგრადის შორეულ მისადგომებთან. 1941 წლის 12 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა და 1941 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა ქ. ლენინგრადის და ქ. სოკოლის (ვოლოგდის ოლქი) სამხედრო ჰოსპიტლებში. 1942 წელს დაამთვრა უმცროსი ლეიტენანტების კურსები. 1941-1944წწ. იყო 196-ე ცალკეული სატანკო ბრიგადის, მსუბუქი ტანკების ოცეულის და ასეულის მეთაური (კალინინის და დასავლეთის ფრონტები). მონაწილეობდა ბრძოლებში რჟევის მიმართულებით, რჟევ-ვიაზმას, ორიოლის და სმოლენსკის შეტევით ოპერაციებში. 1944 წლის იანვარ-აგვისტოში - ზურგში მოქმედი სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილე; 1944 წლის აგვისტო-დეკემბერში - ხარკოვის სატანკო სასწავლებლის საკურსო ბატალიონის მეთაურის მიოადგილე; 1944-1945წწ. - მე-3 ბელორუსიის ფრონტის, 117-ე სატანკო ბრიგადის სატანკო ბატალიონის მეთაური. მონაწილეობდა აღმოსავლეთ-პრუსიის ოპერაციაში. 1949 წელს დაამთავრა ჯავსანსატანკო და მექანიზირებული ჯარების სამხედრო აკადემია. მსახურობდა სატანკო პოლკის შტაბის უფროსად და სატანკო პოლკის მეთაურად (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში); სატანკო დივიზიის მეთაურის მოადგილედ და სატანკო დივიზიის მეთაურად (საბჭოთა ჯარების ჩრდილოეთის ჯგუფში და ურალის სამხედრო ოლქში); 1969-1987წწ. იყო სომხეთის სსრ სამხედრო კომისრი. 1987 წელს, ასაკის გამო, გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობდა ქ. ერევანში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. ავტორია წიგნებისა "Четверть века на танках", Ер., 1972; "Война, люди, судьбы", Ер., 1975; "Присяга на всю жизнь", М., 1988. გენერალ-მაიორი (1970). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

