The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აშოტ ყაზარიანი

აშოტ ყაზარიანი
Date of birth:11 July, 1921
Date of death:18 October, 1995  (at 74 years)
Burial location:თოხმახის სასაფლაო, ქ. ერევანი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიფთქილისა, ბორჩალოს მაზრა, ტფილისის გუბერნია.

თბილისის სამხედრო კომისარიატის მიერ გაწვეული იყო წითელ არმიაში. 1939 წლიდან მსახურობდა ჯარში, ქვეით ნაწილებში (ლენინგრადის სამხედრო ოლქში). 1939-1940წწ. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში. 1940 წელს მსახურობდა 286-ე მსროლელი პოლკის მეტყვიამფრქვევად. 1940 წელს დაამთავრა საპოლკო სკოლა. იყო ქვეითი ოცეულის მეთაური (ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში). მონაწილეობდა 1941-1945წწ. სსრკ დიდ სამამულო ომში. 1941 წლის ივნის-აგვისტოში მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში ბალტიისპირეთში და ლენინგრადის შორეულ მისადგომებთან. 1941 წლის 12 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა და 1941 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა ქ. ლენინგრადის და ქ. სოკოლის (ვოლოგდის ოლქი) სამხედრო ჰოსპიტლებში. 1942 წელს დაამთვრა უმცროსი ლეიტენანტების კურსები. 1941-1944წწ. იყო 196-ე ცალკეული სატანკო ბრიგადის, მსუბუქი ტანკების ოცეულის და ასეულის მეთაური (კალინინის და დასავლეთის ფრონტები). მონაწილეობდა ბრძოლებში რჟევის მიმართულებით, რჟევ-ვიაზმას, ორიოლის და სმოლენსკის შეტევით ოპერაციებში. 1944 წლის იანვარ-აგვისტოში - ზურგში მოქმედი სატანკო ბატალიონის მეთაურის მოადგილე; 1944 წლის აგვისტო-დეკემბერში - ხარკოვის სატანკო სასწავლებლის საკურსო ბატალიონის მეთაურის მიოადგილე; 1944-1945წწ. - მე-3 ბელორუსიის ფრონტის, 117-ე სატანკო ბრიგადის სატანკო ბატალიონის მეთაური. მონაწილეობდა აღმოსავლეთ-პრუსიის ოპერაციაში. 1949 წელს დაამთავრა ჯავსანსატანკო და მექანიზირებული ჯარების სამხედრო აკადემია. მსახურობდა სატანკო პოლკის შტაბის უფროსად და სატანკო პოლკის მეთაურად (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში); სატანკო დივიზიის მეთაურის მოადგილედ და სატანკო დივიზიის მეთაურად (საბჭოთა ჯარების ჩრდილოეთის ჯგუფში და ურალის სამხედრო ოლქში); 1969-1987წწ. იყო სომხეთის სსრ სამხედრო კომისრი. 1987 წელს, ასაკის გამო, გადადგა სამხედრო სამსახურიდან. ცხოვრობდა ქ. ერევანში. საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. ავტორია წიგნებისა "Четверть века на танках", Ер., 1972; "Война, люди, судьбы", Ер., 1975; "Присяга на всю жизнь", М., 1988. გენერალ-მაიორი (1970).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.203-205

Awards and Honors

  • 1985 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1955 - წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1945 - ლენინის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - წითელი დროშის ორდენი
  • სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემია (ლიტერატურის დარგში)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: