The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კნუტ ჰამსუნი

კნუტ ჰამსუნი
ოფიციალური სახელი:კნუტ პედერსენი
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1859
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1952  (92 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნორჰოლმი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლომი, ნორვეგია.

ბევრს მოგზაურობდა. 1899 წელს იმოგზაურა კავკასიაში, იყო საქართველოშიც. თბილისში ცხოვრობდა ორბელიანთა უბანში, ყოფილ სასტუმრო "ლონდონში" (ახლანდ. ათონელის ქ. N31). საქართველოში ყოფნის შედეგად დაიწერა პიესა "თამარ დედოფალი" და შთაბეჭდილებები "ზღაპრულ ქვეყანაში" (1903). კ. ჰამსუნი მოხიბლა საქართველომ, მისმა არქიტექტურულმა ძეგლებმა – სვეტიცხოველმა, ჯვარმა და სხვ. მან აღწერა თბილისი თავისი ქუჩებითა და უბნებით, განსაკუთრებით მოეწონა აღმოსავლური ბაზარი, ხელოსნების, მჭედლებისა და მედუქნეების რიგები; გააოცა ხალიჩების მქსოველებმა, რომლებიც იქვე, მის თვალწინ, ქსოვდნენ ულამაზეს ხალიჩებს. კ. ჰამსუნისათვის აღმოჩენა იყო ქართული ანბანი, ასოების დახვეწილი მოხაზულობა: "ყველაზე საოცარია ქართული ასოები" – წერდა ის - "ვერ ვხვდები, ევროპელები და ამერიკელები რით დგანან ამათზე მაღლა". ნორვეგიელი მწერალი. კ. ჰამსუნი გარდაიცვალა თავის მამულში, ნორჰოლმში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1920 - ნობელის პრემიის ლაურეატი

ბიბლიოგრაფია

  • მისტერიები : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2022. - 442გვ.. - ISBN: 9789941309892
  • მიწის მადლი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2020. - 498გვ.. - ISBN: 9789941306778
  • პანი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2017. - 166გვ.. - ISBN: 9789941238604
  • ვიქტორია : ერთი სიყვარულის ისტორია : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2012. - 108გვ.. - ISBN: 9789941156625
  • შიმშილი : რომანი (ავტორი). - თბილისი, არეტე, 2010. - 191გვ.. - ISBN: 9994054074
  • კნუტ ჰამსუნი და საქართველო : დაბრუნება ზღაპრულ ქვეყანაში, 1899-2009. - თბილისი, კნუტ ჰამსუნის საზ-ბა საქართველოში, 2010. - 206გვ.. - ISBN: 9789941027567

გააზიარე: