The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კნუტ ჰამსუნი

კნუტ ჰამსუნი
Legal name:კნუტ პედერსენი
Date of birth:4 August, 1859
Date of death:19 February, 1952  (at 92 years)
Burial location:ნორჰოლმი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ლომი, ნორვეგია.

ბევრს მოგზაურობდა. 1899 წელს იმოგზაურა კავკასიაში, იყო საქართველოშიც. თბილისში ცხოვრობდა ორბელიანთა უბანში, ყოფილ სასტუმრო "ლონდონში" (ახლანდ. ათონელის ქ. N31). საქართველოში ყოფნის შედეგად დაიწერა პიესა "თამარ დედოფალი" და შთაბეჭდილებები "ზღაპრულ ქვეყანაში" (1903). კ. ჰამსუნი მოხიბლა საქართველომ, მისმა არქიტექტურულმა ძეგლებმა – სვეტიცხოველმა, ჯვარმა და სხვ. მან აღწერა თბილისი თავისი ქუჩებითა და უბნებით, განსაკუთრებით მოეწონა აღმოსავლური ბაზარი, ხელოსნების, მჭედლებისა და მედუქნეების რიგები; გააოცა ხალიჩების მქსოველებმა, რომლებიც იქვე, მის თვალწინ, ქსოვდნენ ულამაზეს ხალიჩებს. კ. ჰამსუნისათვის აღმოჩენა იყო ქართული ანბანი, ასოების დახვეწილი მოხაზულობა: "ყველაზე საოცარია ქართული ასოები" – წერდა ის - "ვერ ვხვდები, ევროპელები და ამერიკელები რით დგანან ამათზე მაღლა". ნორვეგიელი მწერალი. კ. ჰამსუნი გარდაიცვალა თავის მამულში, ნორჰოლმში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1920 - ნობელის პრემიის ლაურეატი

Bibliography


Share: