| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზოდეხი, ახალგორის რაიონი. დაამთავრა ორწლიანი პარტიულ-სამხედრო სასწავლებელი; ნოვოჩერკასკის სამხედრო სასწავლებელი 1971 წელს. 1960-1963 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური; სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ ჰქონდა თადარიგის ლეიტენანტის წოდება; 1968 წელს, როგორც კადრის ოფიცერი გაიწვიეს სამსახურში; 1980 წლამდე მუშაობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, კერძოდ, ახალციხეში, ახალქალაქში; 1980-1984 წლებში მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 1985-1986 წლებში კი ვლადიკავკაზში. 1986 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ დაინიშნა მე-11 მექანიზებული ბრიგადის ბატალიონ "ავაზას" შტაბის უფროსის თანამდებობაზე. დაიღუპა 1993 წლის 1 მარტს სოფელ ლაბრასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.535-536 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

