The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო წილოსანი

Legal name:ნიკოლოზ წილოსანი
Date of birth:1847
Date of death:17 March, 1893  (at 46 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Archaeologist, Military Person, Topographer

Biography

ნიკოლოზ წილოსანმა 1860 წელს დაიწყო სამსახური ტოპოგრაფთა ასეულში, ხოლო 1866 წელს მიიღო ტოპოგრაფის წოდება. მონაწილეობდა კავკასიის არმიის საბრძოლო მოქმედებებში. 1879 წელს დაინიშნა კავკასიის სამთო სამმართველოს აგეგმვითი სამუშაოების ინსპექტორის თანაშემწედ და ხაზვითი სამუშაოების ნაწილის გამგედ, შემდეგ - კავკასიის მხარის სამხედრო-სახალხო სამმართველოს აგეგმვითი სამუშაოების ინსპექტორად. იმავდროულად, ირიცხებოდა ყუბანის კაზაკთა ჯარში (პოლტავის ცხენოსანი პოლკის სოტნიკი, 1876 წლიდან - ყუბანის ცხენოსანი პოლკის ესაული), მოგვიანებით - არმიის კავალერიაში. 1880 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1883 წელს - პოლკოვნიკის წოდება. დაინტერესებული იყო კავკასიის სიძველეებით და არქეოლოგიით. აწარმოებდა გათხრებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ბარდავის და დერბენდის მიდამოებში. მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის არქეოლოგთა V ყრილობაში, რომელიც 1881 წელს თბილისში გაიმართა. 1892 წელს იყო კუკიის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე წმინდა ნინოს ეკლესიის მშენებლობის სამზრუნველოს წევრი-ხაზინადარი. წილოსანი ასევე იყო ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის საეკლესიო-სამრევლო სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარე. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წარმომავლობით თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდანაა. მამამისი იყო აღმოსავლური ენების სპეციალისტი და ყოფილი მამლუქი იოსებ წილოსანი. სამხედრო ტოპოგრაფი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი.

წყარო: ნიკოლოზ იოსების ძის წილოსანის... // ივერია. - 1893.-28 მარტი. - N64. - გვ.1. - დაკრძალვის შესახებ იხ.: N65, გვ.2

Awards and Honors

  • 1890 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1887 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი

Share: