| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ადეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1981 წელს; 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირებისა და კომპიუტერული გაანგარიშებების გამოყენებაზე დაგეგმვაში; 1992-1993 წლებში იყო ბენჯამინ ფრანკლინის / ედმონდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი დიუკის უნივერსიტეტში (აშშ), სადაც სწავლობდა ეკონომიკასა და საჯარო პოლიტიკას; 1993 წელს იყო მსოფლიო ბანკის პირველი ინტერნი დამოუკიდებელი საქართველოდან; 1995 წელს ვენის ერთობლივ ინსტიტუტში (JVI) გაიარა გამოყენებითი საბაზრო ეკონომიკის გაღრმავებული კურსი მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. კითხულობდა ლექციებს და მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამინისტროებში, კერძოდ, საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში, ჯანდაცვის, ფინანსთა, ტრანსპორტის და ეკონომიკის სამინისტროებში; არის რამდენიმე არასამთავრობო და კომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი; 90-იანი წლების დასაწყისში იყო საქართველოს მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი წევრი და აქტივისტი; არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი. ეკონომიკის დოქტორი. წყარო: ჩემი ხედვების ქრონიკა პერესტროიკიდან დღემდე : ეკონომიკური პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, სარწმუნოებრივი პოლიტიკა / დავით ადეიშვილი,-თბ.,2019 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

