The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ადეიშვილი

დავით ადეიშვილი
Other name:მიქაელ ადეიშვილი
Date of birth:13 March, 1959  (67 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1981 წელს; 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირებისა და კომპიუტერული გაანგარიშებების გამოყენებაზე დაგეგმვაში; 1992-1993 წლებში იყო ბენჯამინ ფრანკლინის / ედმონდ მასკის სახელობის სტიპენდიანტი დიუკის უნივერსიტეტში (აშშ), სადაც სწავლობდა ეკონომიკასა და საჯარო პოლიტიკას; 1993 წელს იყო მსოფლიო ბანკის პირველი ინტერნი დამოუკიდებელი საქართველოდან; 1995 წელს ვენის ერთობლივ ინსტიტუტში (JVI) გაიარა გამოყენებითი საბაზრო ეკონომიკის გაღრმავებული კურსი მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

კითხულობდა ლექციებს და მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამინისტროებში, კერძოდ, საქართველოს ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში, ჯანდაცვის, ფინანსთა, ტრანსპორტის და ეკონომიკის სამინისტროებში; არის რამდენიმე არასამთავრობო და კომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი; 90-იანი წლების დასაწყისში იყო საქართველოს მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი წევრი და აქტივისტი; არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი. ეკონომიკის დოქტორი.

წყარო: ჩემი ხედვების ქრონიკა პერესტროიკიდან დღემდე : ეკონომიკური პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, სარწმუნოებრივი პოლიტიკა / დავით ადეიშვილი,-თბ.,2019

Member of Organizations

  • სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის, პარტიის დამფუძნებელი წევრი (2010-)

Bibliography


Share: