The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ აკიმოვი

ვლადიმერ აკიმოვი
Other name:ვლადიმერ ეკიმიანი
Date of birth:18 May, 1856
Date of death:1914  (at 57 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი I თანრიგით 1878 წელს.

ჯარში მსხურობდა 1876 წლიდან. მსახურობდა სევერსკის მე-17 დრაგუნთა პოლკში, კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის ადიუტანტად, ადიუტანტის თანაშემწედ. 1901 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. 1910-1911წწ. ჩაირიცხა საარმიო კავალერიის თადარიგში, შტატგარეშე მყოფად ტფილისის მაზრაში. 1911 წელს კვლავ დაბრუნდა სამხედრო სამსახურში მთავარი შტაბის უფროსის განკარგულებაში, საარმიო კავალერიაში ჩარიცხვით. 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიით. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს დანიშნეს დაღესტნის ოლქის სამხედრო გუბერნატორთან განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკად. 1916 წელს მსახურობდა პეტროგრადის სამკურნალო დაწესებულებათა ინსპექტორად. დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1912).

წყარო: სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან/მ.ჯ. გოგიტიძე, გ.ა. ბეჟიტაშვილი, მ.ი. გოგოლაძე [და სხვა]. -თბ., 2024.-გვ.19

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1898 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1896 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1887 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: