The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა ჯანიაშვილი

პაატა ჯანიაშვილი
Date of birth:21 February, 1966
Date of death:1 November, 1992  (at 26 years)
Burial location:სოფელ დიღმის სასაფლაო, სოფელი დიღომი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი.

მსახურობდა ქ. პერმში შინაგანი ჯარის რიგებში. 1992 წლის 20 თებერვალს შევიდა საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში. იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ კაპიტნის წოდება მიიღო და თიანეთის ბატალიონის შტაბის უფროსად დაინიშნა. 1992 წლის 14 აგვისტოდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში, როგორც დიდგორის ბატალიონის წევრი. კარგად ერკვეოდა ყველანაირ საბრძოლო ტექნიკაში, იყო ტანკისტი იყო, შემდგომ ტყვიამფრქვევიდან ისროდა. გადაღებული აქვს უამრავი ვიდეომასალა, არაერთხელ გამოსულა ტელევიზიით. მალე გმირობისათვის მაიორის წოდება მიიღო. ბევრი დაჭრილი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. დაიღუპა 1992 წლის 1 ნოემბერს. 2017 წელს თბილისში, საბურთალოს რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა პაატა ჯანიაშვილის სახელი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.545

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: