The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ურუშაძე

ომარ ურუშაძე
Date of birth:9 March, 1944
Date of death:9 April, 2026  (at 82 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

1963-1966წწ. ჯარში გაიწვიეს, სადაც საესტრადო ანსამბლში უკრავდა დასარტყმელ ინსტრუმენტზე, გიტარაზე, თან მღეროდა დიდი წარმატებით; ჯარიდან დაბრუნებული ოზურგეთის თეატრის ახალგაზრდული სტუდიის წევრი გახდა; რამდენიმე ხნის შემდეგ სტუდია დაიხურა, მაგრამ გამორჩეული მონაცემების მქონე ახალგაზრდა თეატრის დასში ჩაირიცხა; შესრულებული როლები: კოხტაია (ა. ცაგარელი - "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", რეჟ. ბ. ნაკაიძე, 1969), კახელი სოფლის ახალგაზრდა (გ. მაზმიშვილი - "ქორწილი ჩვენს სოფელში", რეჟ. გ. აბესაძე, 1968), ალი ბაბა (გ. ნახუცრიშვილი - "ალი ბაბა", რეჟ. გ. აბესაძე, 1973), ყარამანი (გ. გეწაძე - "ყარამან ყანთელაძე", რეჟ. ი. მაცხონაშვილი, 1976), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილი - "ნაცარქექია", რეჟ. ს. კიკვაძე, 1982), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძე - "კაცია ადამიანი?!", რეჟ. ს. კიკვაძე, 1987), ბეჟანა (ნ. დუმბაძე - "მე ვხედავ მზეს", რეჟ. ვ. ჩიგოგიძე), გიორგი თუშმალიშვილი (ნ. დუმბაძე - "მარადისობის კანონი", რეჟ. ო. კუტალაძე, 1994), ძაღლი "მურადა" (ნ. დუმბაძე - "გამარჯობა ხალხო!", რეჟ. ვ. ჩიგოგიძე), არტემ დოვლათოვი (რ. ერისთავი - "ნატაშასთან მივდივარ", რეჟ. შ. ურუშაძე, 1995), გოგია (ო. ჩხეიძე - "ვისია ვისი?!" რეჟ. ა. ესვანჯია, 1999), ჩაპა (ედუარდო დე ფილიპი - "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი", რეჟ. ო. კუტალაძე, 2000), სანდრო მაღრაძე (თ. ბაქანიძე - "გიჟები", რეჟ. ი. ჯიჯიეშვილი, 2001), აკოფა (ა. ცაგარელი – "ხანუმა სტამბულში", რეჟ. თ. ბიწაძე, 2002), ვალიკო ჩალიჩავა (გ. ჭელიძე - "ინტელიგენტი ქურდი", რეჟ. ო. კუტალაძე, 2003), დეპუტატი ( ბ. ჯანიკაშვილი - "მშვიდობით თემურ", რეჟ. ს. კიკვაძე, 2003), ბოქაული ( მ. ჯავახიშვილი - "ჩანჩურა", რეჟ. თ. ბიწაძე, 2004), პაპუნა პიტრიშაძე (შ. დადიანი - "გუშინდელნი", რეჟ. შ. ბაბილოძე, 2006), მეფე ბაბუ (თ. ჭილაძე - "ნოეს კიდობანი", რეჟ. ო. კუტალაძე, 2008), გენერალი ( პ. კაკაბაძე - "ყვარყვარე", რეჟ. შ. ბაბილოძე, 2009), თეოფილე (ნ. არეშიძე - "შვილები და რძლები", რეჟ. ო. კუტალაძე, 2010) და სხვა; გადაღებულია სატელევიზიო სერიალ "გოგონა გარეუბნიდან", სადაც თამადის როლს ასრულებს ქორწილის სცენაში. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, თეატრთან არსებული ანსამბლის "სახიონის" წამყვანი მომღერალი.

წყარო: ომარ ურუშაძე : მსახიობი / ქეთევან კუკულავა.-ოზურგეთი,2009.-გვ.48; ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი: facebook.com

Awards and Honors

  • 2018 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ალექსანდრე ჟორჟოლიანის სახელობის პრემია
  • ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
  • გიორგი შავგულიძის სახელობის პრემია

Share: